,,თვალს ვადევნებთ თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და რეაქციულ დაჯგუფებებს შორის ჯერაბლუსის სამხრეთში განვითარებულ დაპირისპირებას. გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით. სასტიკად არ ვეთანხმებით ისლამისტების მიერ ბოლო დროს განვითარებულ ტერორისტულ აქტებს, რომელთაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - განაცხადა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგატმა - პიტერ ქუქმა ნიუ-იორქ თაიმსში გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში.
ამერიკის პრეზიდენტის ისლამისტების მოწინააღმდეგე კოალიციის წარმომადგენელმა ბრეთ მაქგურკმა კი, ამერიკის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადება თვითერზე გააზიარა და დასძინა, რომ ამერიკა არ ეთანხმება სირიაში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, თურქეთის მიერ ჯერაბლუსის სამხრეთში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციას, სირიის დამოუკიდებელ ჯარებსა და სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის არსებულ დაპირისპირებას.
ამერიკაში სირიის დამოუკიდებელ ჯარსა და PKK-ს ერთ-ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის არსებულ კონფლიქტზე განცხადება გაკეთდა.
დაკავშირებული გალერეები