ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ეშტონ კარტერი, თურქეთს ესტუმრება

ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ეშტონ კარტერი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, პარასკევს თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ეშტონ კარტერი, თურქეთს ესტუმრება

ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ეშტონ კარტერი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, პარასკევს თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროდან (პენტაგონი) გაკეთებული განცხადების თანახმად, კარტერი, 20-27 ოქტომბრის შუალედში, ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ მნიშვნელოვან მხარეებს შეხვდება და ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე მონაწილეობის მისაღებად თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საფრანგეთსა და ბელგიას ესტუმრება.

კარტერი, რომელიც სავიზიტო პროგრამას თურქეთიდან იწყებს, პარასკებს, 21 ოქტომბერს, თურქ დელეგატებს შეხვდება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს. როგორც პენტაგონში განაცხადეს, კარტერი თურქეთიდან ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს, შემდეგ კი, პარიზს ესტუმრება და 25 ოქტომბერს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციის წევრ სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. კარტერი, 26 ოქტომბერს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებაზეც მიიღებს მონაწილეობას.
 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.