ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ, ტერორისტულ დაჯგუფებას სირიასა და ერაყში შეუტია.

ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება

პენტაგონში, ამერიკის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მუსულში, ქლორული გაზისა და იპრიტის დამზადება დაიწყეს. ამისათვის კი, წამლის დასამზადებელ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ.

როგორც ამერიკის საჰაერო ძალების დელეგატმა, გენერალმა - ჯეფრეი ჰარიგანმა განაცხადა, ტერორისტების ქიმიური იარაღი, გუშინ საღამოს, B-52 სამხედრო ხომალდის მონაწილეობით განხორციელებულ საჰაერო ოპერაციის დროს განადგურდა.

პენტაგონში გაკეთებულიგანცხადების თანახმად, 7, 10 და 12 სექტემბრის საჰაერო ოპერაციების შედეგად გარდაცვლილნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები.


 

სამხედრო ოპერაცია, ევფრატის ფარი, კვლავ გრძელდება
 

გუშინ, საჰაერო ოპერაციის შედეგად, კოალიციის ძალების მიერ იაჰმულ, კაფერ ხამ, გუზელ მეზრასა და ზეითინლიქის რაიონში, ტერორისტების ლოკაციის ადგილების ლიკვიდაციის დროს, 6 ტერორისტი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამმართველოში.  როგორც განაცხადეს, სამხედრო ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება, მაგრამ ყველანაირ ზომებს მიმართავენ, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება.
 

 
 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.