ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრ - ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ - სერგეი ლავროვს შორის, მოლაპარაკების შედეგად, სირიაში 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, კიდევ 48 საათს გაგრძელდება.
ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგატმა, მარკ ტონერმა, პრესკონფერენციაზე სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც ტონერმა განაცხადა, კერისა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ სირიაში, 12 სექტემბერს დაწყებული 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 2 დღეს გაგრძელდება.
პარასკევს, 9 სექტემბერს, შევიცარიის ქალქ ჟენევაში, მოლაპარაკება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შეთანხმებით დასრულდა. ცეცხლის შეწყვეტა ყურბან ბაირამის დღესასწაულზე, რომელიც 1 კვირას გასტანს, 12 სექტემბს, სირიის დროით 18:45 საათზე შევიდა ძალაში.
ცეცხლის შეწყვეტა სირიაში კიდევ 48 საათს გაგრძელდება.
დაკავშირებული გალერეები