Chveneburi.Net (www.chveneburi.net) - Radio Chveneburi.NET (https://radio.chveneburi.net) - ის ხელმძღვანელი, ჩვენი მეგზური და გულითადი მეგობარი ბატონი ჯავით გენჩერი 2009 წლის 24 სექტემბერს 18:25 საათზე, გოზტეპეს სამედიცინო კვლევითი ცენტრის საავადმყოფოში, სადაც ის ღვიძლის მკურნალობის კურსს გადაიოდა, ღვიძლის შეტევით გარდაიცვალა. მას დაახლოებით სამი კვირის წინ ღვიძლის სიმსიმნის დიაგნოზი დაუსვეს.
ბატონი ჯავითი ხშირად აკეთებდა მუგე მაღდენის ერთ-ერთ რეპორტაჟში წარმოთქმული სიტყვის ციტირებას. მუგე მაღდენი ერთ-ერთ რეპორტაჟში ასე ამბობს: ``რა მოხდებოდა ქართველი რომ არ ყოფილიყავი? - უკითხავთ ქართველისთვის. ``-ეს ჩემთვის სირცხვილი იქნებოდა! - უპასუხია მას.`` დიახ, ბატონი ჯავითი სწორე იმ ადამაინთა კატეგორია მიეკუთვნებოდა, რომლებიც ღმერთმა ამ სირცხვისლ განარიდა. ქართული კულტურული საქმიანობასა და კულტურულ ღონისძიებებში ის ყოველთვის წინა რიგებში იდგა და ამ საქმისათვის ენერგიას არ იშურებდა, თავისი დინამიზმით კი ჩვენთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდა.
ბატონი ჯავიდის გასვენება იქნება პარასკევს, 2009 წლის 25 სექტემბერს. სუთლუჯე ბადემლიქის სახელობის მეჩეთში შუადღის ლოცვის შემდეგ მიცვალებულის გასასვენებელი ლოცვა შესრულდება, ამის შემდეგ მისი გადასვენება მოხდება ქ. ქოჯაელში, გოლჯუქის რაიონის სოფ. ჰასანეინში. აქ მწუხრის ლოცვის შემდეგ მას საგვარეულოს სასაფლაოზე უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ.
მისმა მოულოდნელმა სიკვდილამა დიდი ტკივილი მოგვაყენა, პირველ რიგში კი მის ოჯახსა და ახლობლებს. გულით ვუთანაგრძნობთ ყველას, ვინც ჩვენი ძმის სიკვდილმა დააღონა.