დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდა და მის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეასრულებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დეპარტამენტი შეიქმნება:
“ის ინიციატივები, რომლებიც ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან დაინერგა, ეს ინიციატივები ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჩვენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის ასამაღლებლად ჩვენი ურთიერთობების, კავშირების, ასევე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც დიასპორას აწუხებს, მათი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართულობისთვის, სახალხო დიპლომატიის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია ამ რესურსების გაერთიანება”.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა 2008 წლის 8 თებერვალს, საქართველოს მთავრობის #18 დადგენილებით. აპარატის შექმნის მიზანს, ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს შემდეგი: „აპარატი იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.“ აპარატის სხვადასხვა ამოცანას შორის, ერთ-ერთად განისაზღვრა: „ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან.