თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პილოტის ასისტენტი - ლეიტენანტი ერქან ქივრაქი განცხადებას ავრცელებს. როგორც იგი აცხადებს, მას დაურეკა ალი იაზიჯმა და იმ სასტუმროს ადგილი ჰკითხა, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა. მან ინფორმაცია თვითმფრინავის პილოტიდან შეიტყო და მას გადასცა.
,,2016 წლის 14 ივლისს პრეზიდენტის ექსკორტთან ერთად ანტალიაში გადავფრინდი. 2016 წლის 16 ივლისს პრეზიდენტს მონაწილეობა უნდა მიეღო ანტალიაში EXPO -სა და სტადიონის პროგრამაში. დაახლობით 15:00 საათზე ალი იაზიჯიმ დარეკა და მკითხა - ,,შეგიძლია გაიგო პრეზიდენტი რომელ სასტუმროში რჩება? პრეზიდენტის თვითმფრინავის პილოტს პოლიციის კომისარ ჩეთინ ორჰანს მობილური ტელეფონიდან დავურეკე და მითხრა, - ,,ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე Grand Yazıcı - ში დავრჩებით“. მადლობა გადავუხადე და ტელეფონი გავთიშე. შემდეგ იაზიჯის დავურეკე და სასტუმროს ადგილი და სახელი ვუთხარი. 15:00 და 18:00 საათებს შორის ეს ინფორმაცია მხოლოდ იაზიჯის მივაწოდე.“
,,რატომ დაინტერედა არ მიკითხავს“
არ მიკითხავს რატომ აინტერესებდა რომელ სასტუმროში დარჩებოდა პრეზიდენტი. ვიფიქრე, შეიძლება მარმარისში წასვლა უნდოდეს, მაგრამ ვიცოდი, რომ იაზიჯი ანტალიაში მოდიოდა. ვფიქრობ, ალბათ, მარმარისიდან აქ გადმოსვლა უნდოდა და ამიტომ მკითხა.
,,კაფეში ყოფნისას შევიტყვე“
პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე იაზიჯის დავურეკე და ვუთხარი, ანტალიაში რომ ჩამოვიდოდა ერთად გვესადილა. მითხრა, რომ აგვიანდებოდა და შაბათს 10:00 საათზე შემხვდებოდა. ამის შემდეგ გარეთ გავედი და ერთ-ერთ კაფეში დავჯექი. იქ ყოფნისას პრეზიდენტის მდივნმა დამირეკა და მკითხა თუ მქონდა სტამბოლში მომხდარის შესახებ ინფორმაცია. ვუთხარი რომ არაფერი ვიცოდი. შემდეგ ანკარაში მყოფ კაპიტან-ლეიტენანტ მეთე სემერჯიოღლუს დავურეკე და მომხდარის შესახებ ვკითხე და მიპასუხა - ,,ხმები გვესმის, მაგრამ რა ხდება არ ვიცი“.
,,ყალბი პასპორტი არ მიჩვენებია“
ამბების გამოძიება განვაგრძე. ამასობაში განცხადება პრემიერმინისტრმა გააკეთა. განცახების შემდეგ მივხვდი, არშემდგარ სამხედრო გადატრიელებას ჰქონდა ადგილი. შუადღის შემდეგ დაახლოებით 14:00 საათზე სასტუმროს ოთახში ჩემს დასაკავებლად შემოსულ პოლიციელებზე ყალბი პირადობა არ მიჩვენებია, სახელიც კი გულწრფელად და პირდაპირ ვუთხარი. სასტუმრო, სადაც ვიყავი პრეზიდენტისთვის დანიშნული სასტუმრო იყო.
მე FETÖ-ს წევრი არ ვარ. თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ნაცნობი ოფიცერი არ მყავს. შეფასებას ვერ ვაკეთებ, იაზიჯი არის თუ არა FETÖ-ს წევრი. მაგრამ ბოლო ერთი კვირაა პრეზიდენტთან დაკავშირებული ინფორმაციების გაგებას ჩემი მეშვეობით ცდილობს“.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პილოტის ასისტენტი - ლეიტენანტი ერქან ქივრაქი განცხადებას ავრცელებს. როგორც იგი აცხადებს, მას დაურეკა ალი იაზიჯმა და იმ სასტუმროს ადგილი ჰკითხა, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა. მან ინფორმაცია თვითმფრინავის პილოტიდან შეიტყო და მას გადასცა.
დაკავშირებული გალერეები