ევროკავშირი: თურქეთი უვიზო მიმოსვლას პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ოქტომბერში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ანკარა ორგანიზაციის ყველა მოთხოვნას შეასრულებს.

ევროკავშირი: თურქეთი უვიზო მიმოსვლას პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს

საინფორმაციო სააგენტოს Reuters ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერიგანცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც ლტოლვილების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება, ძალაში პირველი ოქტომბრიდან იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს.

თურქეთის ხელისუფლებამ  თავის მხრივ აგვისტოს დასაწყისში ევროკავშირს მიმართა,  რომ თუ  ევროკავშირი უვიზო რეჟიმს 2016 წლის ოქტომბრამდე არ დააწესებს, ანკარა ორ მხარეს შორის მიგრანტებთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულებაზე უარს განაცხადებს.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.