განცხადება: საბავშვო ფოლკლორული სტუდია "ბადიში"

ფუნქციონირებს 2005 წლის ნოემბრიდან, ქალაქ თბილისში, "ჰარმონიული განვითარების ცენტრთან" (რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია).

განცხადება: საბავშვო ფოლკლორული სტუდია "ბადიში"

  სტუდიაში ბავშვები თამაშის, გართობის, უშუალო ურთიერთობის გარემოში ეუფლებიან ხალხურ სიმღერებს, ცეკვის ელემენტებს, მოძრავ თამაშობებს, ლექსებს, გათვლებს, ენის გასატეხებს, გამოცანებს, ზღაპრებს, მითებს, თქმულებებს და ა.შ.; ეცნობიან ხალხურ საკრავებს, ეთნოგრაფიულ კუთხეებს, ადათ-ჩვევებს და მშობლიური ყოფის სხვა ელემენტებს.
        მომავალში გათვალისწინებულია ფოლკლორული ბანაკები, საექსპედიციო გასვლები, საკონცერტო მოღვაწეობა.
        სტუდიაში მიიღებიან 6-15 წლამდე ასაკის გოგონები და ბიწები. მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
        სტუდიას უძღვებიან თბილისის კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების სპეციალობის კურსდამთავრებული გამოცდილი პედაგოგები - 
მაია გელაშვილი და ვიქტორია სამსონაძე.

ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი. დ. აღმაშენებლის გამზირი No:68 - "ჰარმონიული განვითარების ცენტრი".
მუშაობის დღეებია: შაბათი-კვირა.
საკონტაქტოდ დაგვიკავშირდით:

ტელ: 23-14-73; 893-10-90-92
      95-52-15; 893-112-105
ელ. ფოსტა: [email protected]


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.