გერმანიის დელეგატი ინჯირლიქში არ შეუშვეს

გერმანიის პრემიერმინისტრის - ანგელა მერკელის პარტიის დელეგატი, კრისტიან ვონ სტეთენი, ინჯირლიქიდან გერმანელი ჯარისკაცების უნახავად დაბრუნდა.

გერმანიის დელეგატი ინჯირლიქში არ შეუშვეს

2 ივნისს გერმანიის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეაფასა, რის შემდეგაც თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები დაიძაბა.  აქედან გამომდინარე, თურქეთმა გერმანიის დელეგატებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი გერმანელი ჯარისკაცების ნახვის უფლება არ მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანელებმა რამდენჯერმე  მიმართეს თურქეთს, თუმცა თურქეთის მთავრობამ მოთხოვნას უარით უპასუხა.


 
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დელეგატი, კრისტიან ვონ სტეთენი, ჯარისკაცების სანახავად ინჯირლიქში წავიდა, თუმცა დაცვამ შიგნით არ შეუშვა.  

,,ჩვენ უფლება გვაქვს, შევხვდეთ გერმანელ ჯარისკაცებს, ამიტომაც წინა კვირას საბუთები თურქეთის მთავრობას გადავუგზავნე“ - განაცხადა კრისტიან ვონ  სტეთენმა.
 
 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.