შირნაქის სამმართველოში გაკეთებული განცხადების თანახმად, აფეთქება PKK-ს ტერორისტების მიერ განხორციელდა. ტერორისტებმა ბომბი ჯიზრეს რაიონში, პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით ააფეთქეს. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია 11 პოლიციელი, 78 ადამიანი დაჭრილია, 2 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულები ჯიზრეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობები და სახლები. ტერორისტების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
კიდევ ერთი აფეთქება ჯიზრეში
შირნაქის რაიონ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 პოლიციელი გარდაიცვალა, 45 ადამიანი კი დაშავდა.

დაკავშირებული გალერეები