„ოქროს საწმისის ორდენი“ გადაეცა ერდალ ქუჩუქს და ქევსერ რუჰი

„ოქროს საწმისის ორდენი“ გადაეცა ქართული კულტურის სახლის მთავჯდომარს, ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ცივნარიძე) და მწერალ, ქევსერ რუჰის (ქეთი ხანთაძე)

„ოქროს საწმისის ორდენი“ გადაეცა ერდალ ქუჩუქს და ქევსერ რუჰი

„ოქროს საწმისის ორდენი“ გადაეცა ერდალ ქუჩუქს და ქევსერ რუჰის
დაკავშირებულ გალერეაში შესვლა

ოქროს საწმისის ორდენი“ გადაეცა ქართული კულტურის სახლის მთავჯდომარს, ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ცივნარიძე) და მწერალ, ქევსერ რუჰის (ქეთი ხანთაძე)

2014 წლის 9 დეკემბერს ანკარაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქართული კულტურის სახლის მთავჯდომარს, ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ცივნარიძე) „ოქროს საწმისის ორდენი“ გადასცა. გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ელჩები, სულ 19 ქვეყნის წარმომადგენელი, თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და საპატიო კონსული, ნურეთთინ ჩარმიქლი.

„ოქროს საწმისის ორდენი“ გადაეცემათ მთელს მსოფლიოში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს გარკვეული ღვაწლისთვის. 9 დეკემბერს ერდალ ქუჩუქთან (ელიზბარ ცივნარიძე) ერთად „ოქროს საწმისის ორდენი“-ით დაჯილდოვდა მწერალი, ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე), რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ვერ დაესწო ამ ღონისძიებას. მას ეს ორდენი პირადად გადაეცემა მოგვიანებით დაგეგმილ ოფილიალურ გადაცემის ცერემონიალზე. 9 დეკემბერს „ღირსების ორდენი“ -თ ასევე დაჯილდოვდა მუსტაფა კოლათი და მინისრმა საჩუქარი გადასცა იზმირში საქართველოს საპატიო კონსულს, ნურეთინ ჩარმიქლის. 

ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გახსნა საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ცივნარიძე), ქევსერ რუჰის (ქეთი ხანთაძე) და მუსტაფა კოლატს იმ დიდი ღვაწლისთვის, რაც მათ გაწიეს თურქეთის სახელმწიფო საშუალო სკოლებში მე-5-ე, მე-6-ე, მე-7-ე და მე-8-ე კლასებში ნებაყოფლობით ქართული ენის სწავლების შემოღების და სასწავლო პროგრამის შემუშავების საქმეში. ელჩმა ხაზი გაუსვა ეთნიკურად ქართული წარმოშობის ქართველებისთვის თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროგრამას, რისი საშუალებითაც თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ მშობლიური დედა ენა. 

უკვე გაიხსნა პირველი ქართული კლასი საქარიაში. საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ მადლობა გადაუხადა ასევე თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს წარმომადგელს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ისტორიულ საქმეში.

ირაკლი კოპლატაძის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი. მან ამ მოვლენას ისტორიული უწოდა, რადგანაც საუკუნეების შემდეგ, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ. მან აღნიშნა, რომ „ოქროს საწმისის ორდენი“-ით დაჯილდოვდნენ ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე), და ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე), იმ დიდი ღვაწლისთვის, რაც მათ გაწიეს ქართული ენის პროგრამის შემუშავების საქმეში. - „ამ ორდენის გადაცემა მე წილად მერგო, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ცივნარიძე) ჯილდო გადასცა.

„ამ ჯილდოს ქართული კულტურის სახლის სახელით ვიღებ. ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთებია. 40 წლის შევსრულდი და 20 წელი ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს შევალიე, რაც მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაგვირგვინდა. ეს არის ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის ერთგვარი სტიმული და ენერგიის მომცემი. ვიმედოვნებ რომ, იქ სადაც ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებული ქართული წარმოშობის მოსახლეობაა, გაიხსნება არაერთი ქართული კლასი“ - თქვა ერდალ ქუჩუქმა (ელიზბარ ცივნარიძე).


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.