მას დიდი წვლილი შეაქვს თურქეთში საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში. ჟურნალში ასახულია სტატიები თურქეთის სხვადსხვა რეგიონებში არსებული ქართული სოფლების, ძეგლებისა და ადგილობრივი ქართველების კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ასევე განხილულია საქართველოში მიმდინარე პროცესებიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჟურნალის რედაქტორს დიდი ღვაწლი მიუძღვის ჟურნალების “მამულისა და “ჩვენებურების” გამოცემაშიც. რომლებიც ჟურნალ “ფიროსმანთან” ერთად დიდ როლს თამაშობენ თურქეთში ქართული დიასპორის გაერთიანებაში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალის პრეზენტაციის შემდეგ ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ლექსები წაიკითხეს, ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი “სამი საქართველოც”
ავტორები; თინათინ ჭკუასელი, რუსლან დავითაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დღეს ჟურნალ “ფიროსმანის” მეცხრე ნომრის პრეზენტაცია და მის რედაქტორ ფარნა-ბექა ჩილაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ქართულ და თურქულენოვანი ჟურნალი “ფიროსმანი” თურქეთში დაარსდა.
დაკავშირებული გალერეები