სანაპირო დაცვის ხომალდი ბოსფორზე სატვირთო გემს დაეჯახა! გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი
ბოსფორზე სანაპირო დაცვის ხომალდი შავი ზღვისაკენ მიმავალ სატვირთო ხომალდს დაეჯახა. ხომალდი დაჯახებისას გადატრიალდა და ნახევრად ჩაიძირა. ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.
სატვირთო გემმა გზა გააგრძელა
გემმა, რომლის დროშა და სახელი ამდროისათვის უცნობია, გზა გააგრძელა. სანაპირო დაცვის ხომალდს პირველადი დახმარება იქვე მყოფმა მეთევზეებმა აღმოუჩინეს.
1 ჯარისკაცი გარდაცვლილია, 6 კი დაშავებული
ცნობილია, რომ გარდაცვლილია ხომალდზე მომუშავე სინან გოქთაში. იმავე ხომალდზე მყოფი ლეიტენანტი ალი რიზა იუჯელ, სერჟანტი იავუზ გოქჰან საბინ, ჯარისკაცები ენვერ ჩეთინ და ბულენთ დემირქაია, აიჰან აქგონულ და მეჰმეთ ნური ქარაჯა კი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.
ბოსფორზე სანაპირო დაცვის ხომალდი შავი ზღვისაკენ მიმავალ სატვირთო ხომალდს დაეჯახა. ხომალდი დაჯახებისას გადატრიალდა და ნახევრად ჩაიძირა. ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.
დაკავშირებული გალერეები