საქართველოში ჰალდუნ თანერის წიგნი გამოვიდა

საქართველოში ჰალდუნ თანერის წიგნი გამოვიდა

საქართველოში ჰალდუნ თანერის წიგნი გამოვიდა

აწვიმდა სტამბოლს    "კავკასიურმა სახლმა"ıთურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტოს (TİKA)ფინანსური ხელშეწყობით გამოსცა ცნობილი თურქი მწერლისა და დრამატურგის ჰალდუნ თანერის (1916-1986) კრებული "აწვიმდა სტამბოლს". მასში შესულია თანერის რჩეული ნოველები და პიესა, რომლებიც  თურქულიდან თარგმნა თურქოლოგმა ლია ჩლაიძემ.   
        ჰალდუნ თანერის ნოველების კრებული ქართულად პირველად 1972 წ. გამოვიდა. მას "თორმეტს აკლია ერთი წუთი" ერქვა და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ 40 000-იანი ტირაჟით გამოცემული წიგნი რამდენიმე დღეში გაიყიდა. 
        თანერის წინაპრები, გვარად თავდგირიძეები, ქობულეთელი ბეგები ყოფილან. ისინი რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადასულან თურქეთში და იქაც მაღალი სოციალური მდგომარეობისთვის მიუღწევიათ. როგორც მისი ნოველების პირველი ქართული გამოცემისათვის დაწერილ წინათქმაში აღნიშნავს ჰალდუნ თანერი, მათ საქართველოსთან კავშირი დიდხანს არ გაუწყვეტიათ. 
        აი, რას წერს იგი "წინათქმაში": 
        "როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, უცნაური გრძნობა დამეუფლა: თითქოს ადრეც ვყოფილიყავი აქ. ქართველი ერი, ქართული ყოფა, ქართული მუსიკა ახლობლად ვცანი. საქართველოს ბუნება, მისი ჰავა, ძალიან მშობლიური მეჩვენა. 
        არ ვიცი, ქართველები გულთან ახლოს მიიტანენ თუ არა ჩემს ნაწარმოებებს.
        ჩემს პირველ მეკვლეს ლია ჩლაიძეს გულითად მადლობას მოვახსენებ.
ქართულ ენაზე გამოსული ჩემი პირველი წიგნი ყოფილიყოს ქართველი მკითხველისადმი პირველი მეგობრული წერილი, რომლითაც თითოეულ მათგანს კეთილ სურვილებს ვუთვლი."
 არისტოკრატიზმი, ევროპული აღზრდა-განათლება ეს ის საფუძველია, რომელზედაც დგას ჰალდუნ თანერი – ნოველისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, რეჟისორი, პედაგოგი. იგი ამავე დროს მეცნიერებით და პოლიტიკითაც იყო დაკავებული – იყო მეჯლისის და სტამბოლის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 
ჰალდუნ თანერი        "აწვიმდა სტამბოლს" 275 გვერდიანია და მასში შესულია რჩეული ნოველები: "აწვიმდა შიშჰანეს", "თორმეტს აკლია ერთი წუთი", "სანჩოს გასეირნება", "იზნიქელი ყარყატი", "ორი მეზობელი", "ბანქოს დასტაში", "ოთხნი ერთ კატერზე", "აუქციონი", "Allegro Ma Non Troppo", "სიამოვნებით", "ჩვენი უბნის აფთიაქში", "ქანდაკება", "ფეხი", "დურბინდი", "Made in USA", "გაუმარჯოს დემოკრატიას" და პიესა "ქეშანელი ალის დესთანი".


  

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.