მოგვიანებით, შეხვედრას გაერთიანებული ერების სირიის საგანგებო დესპანი, სტეფან დე მისთურაც შეუერთდა.
შეხვედრაზე ქერიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის, ალეპოში ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისა და ომის შეწყვეტისათვის მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაა საჭირო, თუმცა მანამ, ზოგიერთი ტექნიკური პრობლემა უნდა მოგვარდეს.
,,მხარს ვუჭერთ სირიის გაერთიანებას, მაგრამ არ ვეთანხმებით ქურთების თავისუფალი რესპუბლიკის შექმნის იდეას. ზოგიერთ საკითხზე ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ. ვიზიარებთ ჩვენი მეგობარი თურქეთის ამაღელვებელ მდგომარეობას“ - განაცხადა ჯონ ქერიმ.
ჯონ ქერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სირიის საკითხის განსახილველად, ერთმანეთს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვდნენ.
დაკავშირებული გალერეები