შეხვედრა უნივერსიტეტში

13 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჰუმანიტარული ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების მიწვწვით) თურქეთელ ქართველთან, ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან - ფარნა ჩილოღლუსთან (ჩილაშვილი). შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა უნივერსიტეტში

ფაჰრეთინ ჩილოღლუ დამსწრეებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა ბატონმა ზაზა წურწუმიამ წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ ფაჰრეთინ ჩილოღლუ თურქეთელი ქართველობის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საკითხში. მისი რედაქტორობით გამოდის ქართულ-თურქული ჟურნალი ,,ფიროსმანი."

თბილისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორებმა - როლანდ თოფჩიშვილმა, ქეთევან ხუციშვილმა, როზეტა გუჯეჯიანმა ბატონი ჩილოღლუს შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები - ლია ახალაძე და ომარ არდასელია. მათ საგანგებოდ აღნიშნეს ბატონი ჩილოღლუს წვლილი თურქულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს და საკუთარი პოეტური შემოქმედების ნიმუშები დამსწრე საზოგადოებას გააცნო. ფაჰრეთინ ჩილოღლუმ ახალგაზრდა სტუდენტებს ჟურნალი ფიროსმანის რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადასცა.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა ჩილოღლუმ მადლობა გადაუხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელს ზაზა წურწუმიასა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.