ახალი წლის ღამით კლუბ “რეინაში” შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა და მოქალაქეების მიმართულებით სროლა წამოიწყო. კლუბში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათობით მათგანი დაჭრილია. გარდაცვლილთაგან 25 უცხოელია.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.