ევროკავშირის კომისიამ, 18 მარტს, თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმებასთან დაკავშირებით მესამე მოხსენების ანგარიში წარმოადგინა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთისათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭებისათვის შესასრულებელი 72 კრიტერიუმიდან 7 კრიტერიუმი კვლავ დასაკმაყოფილებელი რჩება. ამასთან დაკავშირებით, თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობა და მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
მეორე მხრივ, ევროკავშირის კომისიამ განაცხადა, რომ თურქეთის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტოებს 600 მილიონი ევროთი მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.
2015 წლის 29 ნოემბერს ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებისას, თურქეთში მცხოვრები სირიელი ემიგრანტებისათვის, 2017 წლის ბოლომდე, 3 მილიარდიანი ფონდის შექმნას დაპირდნენ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შექმნილი ფონდის ბიუჯეტი სირიელი ემიგრანტების ჯანმრთელობის, განათლების, საკვებისა და სხვა საჭიროებისათვის უნდა გამოეყენებინათ.
თურქეთი კი, უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ სირიელი ემიგრანტებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება საკმარისი არ არის.
ევროკავშირის კომისიამ თურქეთის მოქალაქეებისათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭებისათვის 7 კრიტერიუმი წარმოადგინა.
დაკავშირებული გალერეები