ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ თუ რა განსხვავებული სილამაზე აქვს ზამთრის პერიოდშიც კი ქალაქ თბილისს.
ასევე თქვენ ნახავთ: ულამაზეს შარდენის გამზირს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს, ქართული მუსიკალური ჯგუპი "ჩვენებურები"-ს მეათე იუბილეს, ასევე იხილავთ საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთას და რაც მთავარია გაეცნობით ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.
პროგრამაში ასევე იხილავთ რეპორტაჟს, საქართველოს წარმატებულ ბიზნესმენ და კომპანია “Geocell”-ის აღმასრულებელ დირექტორ ბატონ ოსმან თურანთან, რომელიც ამავე დროს გახლავთ "ქართული კულტურის სახლი"-ს წევრი. ასევე გვექნება რეპორტაჟი "ქართული კულტურის სახლი"-ს წევრი და ბიზნესმენი ბატონ ოსმან ოზქეთ-თან, რომელიც გაგვაცნობს ქართულ სამზარეულოს. და ბოლოს "ქართული კულტურის სახლი"-ს წევრი და გიდი ბატონი დავუთ ჰაკან ბერქის მეგზურობის მეშვეობით საშუალება გექნებათ ნახოთ ულამაზესი ღამის თბილისი.
45 წუთიანი პროგრამის მონტაჯი, რომელიც თბილისის სილამაზეზე მოგიყვებათ "ქართული კულტურის სახლი"-ს თავმჯდომარე ბატონ ერდალ ქუჩუქს ეკუთვნის.
გირჩევთ არ გამოტოვოთ პროგრამა.
სატელევიზიო არხი: TRT HABER
გადაცემის დასახელება: “UÇUYORUM” (TİFLİS)
გადაცემის დრო: 10 დეკემბერი; 2011; შაბათი
გადაცემის საათი: 21: 00 (თბილისის დროით 23:00-ზე)
პირდაპირი ეთერი (ონლინე) : https://www.trt.net.tr/televizyon/sayfa/canli.aspx?kanal=TV2
სატელიტური სიხშირეები:
Frekans: 11.919 V (Vertical)
SR: 24444
FEC: 3/4
"ქართული კულტურის სახლი"-ს დახმარებით შაბათს 2011 წლის 10 დეკმბერს 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00-ზე) TRT HABER – ის სამოგზაურო-ტურ პროგრამა “UÇUYORUM” – ის გამოშვებაში ეკრანებზე იხილავთ მიმოხილვას – საქართველოს დედაქალაქი თბილისი.
დაკავშირებული გალერეები