თურქეთის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

ელ ბაბში შესასვლელად კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია იგეგმება.

თურქეთის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

ელ ბაბი, რომელიც აფრინისა და მენბიჩის შორის მდებარეობს, ამჟამად ტერორისტების ხელშია. თურქეთის შეიარაღებული ძალები ,,ევფრატის ფარის“ ფარგლებში კიდევ ერთ სამხედრო ოპერაციას გეგმავს, კერძოდ, მიმდინარეობს მზადება ელ ბაბში შესასვლელად და ტერიტორიის ტერორისტებისაგან გასათავისუფლებლად. როგორც ცნობილია, ოპერაციაში ჩაებმება დამატებითი ძალები, თვითმფრინავები და ტანკები.

სამხედრო ოპერაცია, ,,ევფრატის ფარი“, სირიაში, ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა, რომელიც კვლავ გრძელდება. გუშინ, ოღუზელისა და ქილისის რაიონებს შორის მდებარე აქჩაქოიუნლუს რეგიონში, დაფლული ნაღმების ძებნისას აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრნენ სერჟანტები - ბაირამ ქარა და ბურაქ უჩარი. დაშავებულები გაზიანთების საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილ ჯარისკაცებს სამშობლოში მეხუთე სამხედრო დანაყოფის შტაბში გამართული სპეციალური ცერემონიით გადაასვენებენ. სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც უკვე 28 დღეა გრძელდება, 10 ჯარისკაცი გარდაიცვალა.
 
 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.