ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ყირიმელ თათრებს მხარი დაუჭირა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, პიოტრ პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს რუსეთის მიერ ანექსირებულლ ყირიმს.

ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და  ყირიმელ თათრებს მხარი დაუჭირა

პრეზიდენტმა ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ, ტელეფონით ისაუბრეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ ეთანხმება ყირიმის ანექსიას და ყირიმელი თათრების მხარდაჭერას განაგრძობს.
 
ლაპარაკი იყო სტრატეგიულ კავშირზე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესკონფერენციაზე ერდოღანისა და პოროშენკოს სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაკეთდა. როგორც განცხადებაში ითქვა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირი გაღრმავდება და შეთანხმებული გადაწყვეტილებები მიიღება.
 
,,კვლავ დავუჭერთ მხარს ყირიმელ თათრებს“
სატელეფონო საუბარში ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ ეთანხმება ყირიმის ანექსიას და ყირიმელი თათრების მხარდაჭერას განაგრძობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ კი, მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო და მიუსამძიმრა  დაღუპული ადამიანების ახლობლებს. სატელეფონო საუბარში ორმა ლიდერმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
 
 
 

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.