თბილისში, 2015 წლის 14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, სტიქიურმა უბედურებამ ცხოველებიც იმსხვერპლა, ქვეყანამ უდიდესი მატერიალური ზარალი განიცადა. ადამიანებს, რომლებიც წყალდიდობას გადაურჩნენ და მატერიალურად დაზარალდნენ, ჰიგიენური საშუალებები და სხვადასხვა ნივთები ესაჭიროებათ.
დაზარალებულების დასახმარებლად თბილისის ოფიციალური ორგანიზაციებში სხვადასხვა ჰიგიენის საშუალებებსა და საჭირო ნივთებს აგროვებენ. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, განსაკუთრებით ესაჭიროებათ ბავშვის საფენი (4,5,6 ზომა), კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, სარეცხი ფხვნილი და საწმენდი საშუალებები, შამპუნისა და ტუალეტის ქაღალდი. დაზარალებულთა შორის არიან 2-7 და 10-15 წლის ბავშვები, რომელთაც ესაჭიროებათ ტანისამოსი. 2-7 და 10-15 წლის ბავშვებისათვის მაისური, საცვლები, ფეხსაცმელი და სხვა ტანსაცმელია საჭირო. აგრეთვე, ფეხსაცმელები 36 ზომიდან 44-მდე. მათ კი, ვისაც სურთ საკვებით დახმარება, შეუძლიათ გააგზავნონ მხოლოდ მშრალი საკვები.
თურქეთი მთელ თურქ ხალხსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ დაზარალებულებს. დახმარების მსურველებმა საჭირო ნივთები ქვემოთ მოცემულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ: შეგროვებული ნივთები უმოკლეს დროში თბილისში გაიგზავნება.
მისამართი, სადაც უნდა მიბრძანდეთ დამხარების სურვილის შემთხვევაში;
ექსიოღლუს უბანი, ქურან ქურსუს გამზირი No: 91 თაშდელენ-ჩექმექოი/სტამბოლი
ტელ: 0216 429 60 66 – 0530 481 02 20
დეტალური ინფორმაციისათვის:
ქართული ხელოვნების სახლი, ტელ: 0216 550 94 67
ქართული კულტურის ცენტრი, ტელ: 0532 286 92 82 - 0532 266 01 25 - 0212 571 73 26
საქართველოს მეგობრობის ასოციაცია, ტელ: 0505 565 77 47
ქართული კულტურის სახლი, ტელ: 0212 212 98 14 - 0530 281 65 08
ბეიქოზ ბათუმისა და ჰავალისი ქართული კულტურის ასოციაცია, ტელ: 0216 424 08 20
ქართული კულტურის ასოციაცია, ტელ: 0532 400 36 11