მურათ ილდირიმის ვიზიტი საქართველოში

ქართული კულტურის სახლი მხარს უჭერს ღონისძიებას, რომელიც საქართველოშო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად იმართება.

ქართული კულტურის სახლი მხარს უჭერს ღონისძიებას, რომელიც საქართველოშო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად იმართება.

მურათ ილდირიმი, რომელიც საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, 2013 წლის 28 აპრილს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქართველოს ესტუმრა.

საქართველოში ხალხმა მურათ ილდირიმი  სერიალ  ,,სიყვარული და სასჯელი“ გაიცნო და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მსახიობის ეს ვიზიტი ქვეყანაში ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო, მეორე მხრივ კი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების საკითხი ყურადღების ცენტრში მოექცა.

მურათ ილდირიმი, რომელსაც უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ, პირველად დიმიტრი ცინცაძის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან პრესკონფერენცია გამართა. დიმიტრი ცინცაძის ფონდი საქართველოს ცნობილი ჟურნალისტებისაგან შემდგარი ფონდია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. გასულ წელს ლეიკემიით დაავადებულ 35 ბავშვს თურქეთსა და ევროპაში უმკურნალეს. მურათ ილდირიმი, რომელიც პრესკონფერენციის შემდეგ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა, ემოციური მომენტების მომსწრე გახდა. საღამოს მსახიობის მონაწილეობით ვახშამი გაიმართა. ვახშამს თურქეთის ელჩი საქართველოში - ლევენთ გუმრუქჩუ, ქართველი და თურქი ბიზნესმენები, ხელოვანები, ჟურნალისტები და აკადემიკოსები ესწრებოდნენ. ესეც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გამართული შეხვედრა იყო.

მურათ ილდირიმის ვიზიტი ყველა საინფორმაციოს მთავარი თემა იყო. ამასთან დაკავშირებით მრავალი სატელევიზიო რეპორტაჟი და პირდაპირი ჩართვა განხორციელდა. უამრავ სატელევიზიო პროგრამაში ამ ვიზიტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ეს ვიზიტი ქართული კულტურის სახლის მხარდაჭერით, თურქეთელი ქართველების მიერ საქართველოში მცხოვრები ბავშვებისათვის დღემდე განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური მხარდაჭერა იყო.

მურათ ილდირიმის ვიზიტთან დაკავშირებული სატელევიზიო ინფორმაცია:

- https://www.facebook.com/photo.php?v=705736032798271
- https://www.facebook.com/photo.php?v=705625109476030
- http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=29295
- https://www.facebook.com/photo.php?v=705725646132643
- http://www.youtube.com/watch?v=fwJzvgetUV0&feature=youtu.be
- https://www.facebook.com/photo.php?v=705721369466404
- https://www.facebook.com/photo.php?v=705722866132921
- https://www.facebook.com/photo.php?v=705724762799398
- https://www.facebook.com/photo.php?v=705725646132643
- http://www.youtube.com/watch?v=jDx6TrrU_B4

სურათები:
- https://www.facebook.com/magdalena.arsenidze/media_set?set=a.705659382805936.1073745937.100000856434816&type=1
- https://www.facebook.com/magdalena.arsenidze/media_set?set=a.705701636135044.1073745938.100000856434816&type=3
- https://www.facebook.com/magdalena.arsenidze/media_set?set=a.705523469486194.1073745936.100000856434816&type=1

Daha Fazla Haber