ეს თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვისისტორიული მნიშვნელობის მქონე პერიოდის დასაწყისია. ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერებაისტორიაში.
ქართულიკულტურის სახლის ინიციატივითა და თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს მოთხოვნისშესაბამისად და ამ უკანასკნელთან თანამშრომლობის საშუალებით მომზადდა “ქართული ენისსასწავლო პროგრამა“ (ნუსხა), როგორც არჩევითი საგანი თურქეთის სკოლების მე-5, მე-6,მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის. აღნიშნული პროგრამა ეროვნული განათლების სამინისტროსსწავლებისა და აღზრდის საბჭომ 2014-2015 სასწავლო წლიდან მოყოლებული დაამტკიცა2014 წლის 9 და 17 სექტემბრის გადაწყვეტილებებით და დაიბეჭდა „ოფიციალურ გაზეთში“.
თურქეთისქართველებს ვულოცავთ ამ სასიხარულო წამოწყებას. შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ საშუალოსკოლებისა და რელიგიური სკოლების მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მთელითურქეთის მასშტაბით მას მიანიჭებენ უპირატესობას, როგორც არჩევით საგანს. შესაბამისიინფორმაციები მიეწოდებათ ქართული წარმოშობის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომელთამშობლიური ენა ქართულია; ასევე ყველას, ვისაც აინტერესებს ქართული ენის შესწავლა. მოვუწოდებთყველას, ვისაც კლასების მიხედვით შეუძლიათ არჩევა, უპირატესობა მიანიჭონ ქართული ენისშესწავლას. იმისთვის, რომ სკოლაში ისწავლებოდეს ქართული ენა, საჭიროა მინიმუმ 10 მოსწავლისმიერ აღნიშნული საგნის არჩევა. არსებული რეგულაციის მიხედვით, სკოლის ხელმძღვანელობაკლასს გახსნის იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს სულ მცირე 10 მოსწავლე.
დღემდეარსებულ მსგავს სასწავლო პროგრამებს შორის ქართული ენა პირველია, რომელიც საკუთარიანბანით შემოდის თურქეთის რეალობაში. ამის გარდა, მიღებული გადაწყვეტილებით ქართულიენა აღიარებულია როგორც საერთაშორისო ენად, ისე - ადგილობრივ ცოცხალ ენად.
თურქეთშიამ მიმართულებით სამუშაოები პირველად 2004 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნული განათლებისსამინისტროსგან მოვითხოვეთ განათლების უფლება მშობლიურ ენაზე. 2012 წელს კი მივმართეთმოთხოვნით, ქართული ენა ყოფილიყო არჩევითი საგანი. 2013 წელს მწერალმა და თარჯიმანმაფაჰრეთინ ჩილოღლუმ მოამზადა სასწავლო პროგრამა და ქართული ენის სწავლების ნუსხა. აღნიშნულისამუშაოები გაგრძელდა 2014 წელს თურქეთისა და საქართველოს პედაგოგთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა ჯგუფის მხრიდან.ამ მხრივ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეროვნული განათლების მინისტრს ნაბი ავჯის, ეროვნულიგანათლების სამინისტროს, სწავლებისა და აღზრდის საბჭოს თავმჯდომარეს პროფ. დოქტ. ემინქარიფს, დაწყებითი განათლების გენერალურ დირექტორატს და სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს,ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ საქმეში; ასევე ყველა იმ სპეციალისტს საქართველოდანდა თურქეთიდან, ვინც მოამზადეს ქართული ენის სასწავლო პროგრამა. განსაკუთრებული მადლობაგვსურს გადავუხადოთ პედაგოგსა და მწერალს ქევსერ რუჰის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანათურქეთში სასწავლო ნუსხის მომზადებაში; ასევე ყველა იმ პიროვნებას, რომლებმაც საკუთარიწვლილი შეიტანეს ნუსხის მომზადების საქმეში.
ყველაზემნიშვნელოვანი იყო ახმედ ოზქანის (მელაშვილი) და მისი მეგობრების მიერ თურქეთში ქართულიკულტურის პოპულარიზაციის საქმის წამოწყება, რომელთა მიერ ანთებული ცეცხლი დღესაც გვინათებსდა გვაჩვენებს გზას. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ახმედ ოზქანისა (მელაშვილი) დამისი მეგობრების ხსოვნას.
დღეს,ქართული კულტურის სახლი არის ძალიან ამაყი და ბედნიერი, იზიარებს რა ამ დიდ სიხარულს,როგორც თურქეთელ ქართველებთან, ისე ყველა ქართველთან ერთად.
ქართულიენის პროგრამა გამოქვეყნდა ეროვნული განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე. ნუსხას შეგიძლიათგაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ლინკზე:
http://ttkb.meb.gov.tr/dosyalar/programlar/ilkogretim/gurcuce_5_8_siniflar.pdf
მისამართი: Selahattin Pınar Cd. Mevlüt Çavuş Sk. No:4/5 Mecidiyeköy-İstanbul
ტელ: +90533 293 96 98 ; +90212 212 98 14
ელ-ფოსტა: gurcukulturevi@gurcukulturevi.com / gurcukulturevi@gmail.com
Web: www.chveneburi.net