ცნობილი ქართველი მწერალი ფრიდონ ხალვაში ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მწერალს უკანასკნელი პატივი რიგითმა მოქალაქეებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
ფრიდონ ხალვაშის ტაძრის ეზოში დაკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე მოხდა. პატრიარქი ფრიდონ ხალვაშის ნათლიაა, რომელმაც პოეტს, 1999 წელს, ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაბრუნების გამო, აჭარის ტკივილი და სიხარული უწოდა.
ფრიდონ ხალვაში იგი იყო 50-მდე წიგნის ავტორი. მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებმა _ „ჭოროხის ხვაშიადი“, „გენაცვალე“, „რწმენა“, „ასი მზე დედის გულისა“, „დარდი“, „საყვედური“ ქართული ტრადიციების, ფასეულობებისა და თვითმყოფადობის ამსახველი საუკეთესო ნიმუშებია. ფრიდონ ხალვაში იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმზღვანელობდა აჭარის მწერალთა კავშირს.
მწერალი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 85 წლის ასაკში, ქედის რაიონის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გარდაიცვალა. მას დამსახურებულად უწოდებდნენ აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის ქომაგს და ამ სიტყვის პატრიოტს.