ქართულ-თურქული ჟურნალ "ფიროსმანის" მეცხრე ნომრის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა

ქართულ-თურქული ჟურნალ "ფიროსმანის" მეცხრე ნომრის პრეზენტაცია დღეს სიმბოლურად ბათუმში შედგა. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა ჟურნალის გამომცემელს ფარნა-ბექა ჩილაშვილს შეხვედრა მოუწყვეს.

ორენოვანი ჟურნალი ფიროსმანი 2007 წლიდან გამოდის. აქ სისტემატიურად იბეჭდება საინტერესო სტატიები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ქართული სოფლების, ქართული ძეგლების, ადგილობრივი ქართველების შესახებ; ასევე ყურადღება ექცევა საქართველოში მიმდინარე საინტერესო მოვლენებს.

ფარნა-ბექა ჩილაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თურქეთის ქართველობის ჟურნალების მამულისა და ჩვენებურების გამოცემაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იქნა ფილმი "სამი საქართველო".

Daha Fazla Haber