ძვირფასო თანამემამულენო!

1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა(რუსულმა) იმპერიამ კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა სასტიკი და საზარელი დანაშაული.

ამ საშინელ დღეს კავკასიიდან(სამშობლოდან) გადასახლებული იქნა ჩეჩენი და ინგუში ხალხი.საბჭოთა არმიის დღეს,როცა ყველგან,მათ შორის,მთებში,რუსმა ჯარისკაცებმა დღესასწაულის ზეიმი გადაწყვიტეს,სინამდვილეში კი საფლებსა და ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა შეკრიბეს,მამაკაცები ერთბაშად დააპატიმრეს, ხოლო ქალებსა და ბავშვებს უბრძანეს რამდენიმე საათში გამზადებულიყვნენ გადასახლებისთვის.ორ-სამ საათში ერთიანად დააპატიმრეს მთელი ერი.ჩეჩენი და ინგუში ხალხი,როგორც პირუტყვი,შერეკეს სატვირთო ვაგონებში და გადაასახლეს შორეულ კაზახეთშსა და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებში-სულ 478.000-სზე მეტი ადამიანი. უგზოობისა და დიდ თოვლობის გამო მთიან სოფლებში 6000-სი ჩეჩენი დახვრიტეს და ჩეძირეს გალანჩოჟის ტბაში,სოფელ გაიბახთან 700-ზე მეტი ადამიანი საჯინიბოში გამოკეტეს.მხოლოდ გადასახლების დღეებში 200.000-ზე მეტი ადამიანი,ანუ ვაინახური მოსახლეობის 50% დაიღუპა. საბჭოთა რუსეთმა პრაქტიკურად  განახორციელა რუსული მეფური იმპერიის ოცნება-კავკასიელთა დამორჩილება ან ფიზიკური განადგურება.1944 წლის ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაცია იყო ამ ხალხის ნამდვილი გენოციდი.

რუსეთში პუტინ-მედვედევის მიერ დღემდე გრძელდება კავკასიელ ხალხთა გენოციდის პოლიტიკა.რისი ნამდვილი დასტურია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიაში ჩადენილი დანაშაულობები,როდესაც 1994 წლიდან დღემდე ქვეყანაში რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს ჩეჩნეთის ინფრასტრუქტურა,
მიწასთან გაასწორეს ქალაქები და სოფლები,მოსპეს 300.000 ადამიანი,მათ შორის 42.000 ბავშვი,დაობლდა ან დაინვალიდდა 70.000 მოზარდი, უგზო-უკლოდ არის დაკარგული 20.000 ადამიანი,რუსეთის ციხეებსა და სატუსაღოებში(კონცლაგერებში) უმიზეზოდ იტანჯება 5.000 ადამიანი,მათ შორის 500 ქალები.სულ ამ ომში დაიღუპა ჩეჩენი მოსახლეობის 30%.

ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ ჩეჩენი და ინგუში ხალხის გენოციდის დღე 23 თებერვალი და მოვითხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, მსოფლიოს დემოკრათუილი ქვეყნების ხელმძღვანელებისაგან გენოციდის აღიარება. ერთად აღვუდგეთ წინ რუსეთის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებულ ხალხთა მკვლელობის პოლიტიკას კავკასიეში. 

ჩეჩენთა და ინგუშთა არაღიარებული გენოციდი მხოლოდ კავკასიელთა სატკივარი არ არის.გენოციდის შესახებ ყველამ უდნა გაიგოს!არ შეიძლება 21-თე საუკუნეში ჩვენს თვალწინ მთელი ხალხები ნადგურდებიან. ამგვარ რეალობას თანამედროვე კაცობრიობა არ უნდა შეეგუოს! რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ფასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მოგიწოდებთ ყველა კეთილი ნების ადამიანს,ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის ღირსება და სიცოცხლე,მთელი მსოფლიოს მასშტაბით 23 თებერვალს მივიდეთ რუსეთის საელჩოების წინ და ხმამაღლა,მსოფლიოს გასაგონად,კიდევ ერთხელ დავგმოთ რუსეთის 200 წლოვანი გენოციდის პოლიტიკა კავკასიაში!

პატივისცემით
ორგანიზაცია "თავისუფალი კავკასია"
რუსუდან გიორგბერიძე
2010 წელი 17 თებერვალი   
კოპენგაგენი-დანია

Daha Fazla Haber