სტუდიაში ბავშვები თამაშის, გართობის, უშუალო ურთიერთობის გარემოში ეუფლებიან ხალხურ სიმღერებს, ცეკვის ელემენტებს, მოძრავ თამაშობებს, ლექსებს, გათვლებს, ენის გასატეხებს, გამოცანებს, ზღაპრებს, მითებს, თქმულებებს და ა.შ.; ეცნობიან ხალხურ საკრავებს, ეთნოგრაფიულ კუთხეებს, ადათ-ჩვევებს და მშობლიური ყოფის სხვა ელემენტებს.
მომავალში გათვალისწინებულია ფოლკლორული ბანაკები, საექსპედიციო გასვლები, საკონცერტო მოღვაწეობა.
სტუდიაში მიიღებიან 6-15 წლამდე ასაკის გოგონები და ბიწები. მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
სტუდიას უძღვებიან თბილისის კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების სპეციალობის კურსდამთავრებული გამოცდილი პედაგოგები -
მაია გელაშვილი და ვიქტორია სამსონაძე.
ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი. დ. აღმაშენებლის გამზირი No:68 - "ჰარმონიული განვითარების ცენტრი".
მუშაობის დღეებია: შაბათი-კვირა.
საკონტაქტოდ დაგვიკავშირდით:
ტელ: 23-14-73; 893-10-90-92
95-52-15; 893-112-105
ელ. ფოსტა: badishi@mail.ru