გარდაიცვალა ქაზიმ ქოიუნჯუ...

გარდაიცვალა ქაზიმ ქოიუნჯუ...

   გარდაიცვალა შესანიშნავი ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არამარტო თურქეთში მცხოვრები ლაზებისა და გურჯებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. ხშირად მომღერლები აკეთებენ და ამბობენ იმას, რის გაკეთებასაც და თქმასაც მეცნიერები ვერ ახერხებენ. ქაზიმ ქოიუნჯუ მართლაც დიდი ხელოვანი იყო. სამწუხაროდ ჩვენ იგი ძალიან, ძალიან ადრე დავკარგეთ...
        ჩვენში ამბობენ, რომ ღმერთი თავისთვის საუკეთესოებს ირჩევს. ყველაფრისთვის ცაშა ეხთი, ქაზიმ!
        საქართველოში მცხოვრებთ ქაზიმ ქოიუნჯუ გმირად მიგვაჩნია და იგი ასეთად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
        ჰეი, გიდი შავო ზღვავ, ჰეი გიდი ქაზიმ! როცა მოგვენატრები შავ ზღვას თუ გავხედავთ და შენს მონატრებას ასე გავიქარვებთ...
        ქაზიმ, ჯუმა ჩქინი, ახლაც ჩაგვესმის შენი ხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვენატრებოდა...
        ქაზიმის მსგავსი ადამიანები ათასწლეულში ერთხელ იბადებიან...
        დარწმუნებული ვართ, მომავალი თაობები გაყვებიან მის გზას...
        იგი ჩვენი უკანასკნელი დანაკარგი ყოფილიყოს...

26 ბულიშთუთა (ივნისი), 2005 თბილისი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი,
საქართველო-თურქეთის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობის საზოგადოება,
ზუგდიდის დადიანების სასახლე-მუზეუმების დაცვის ფონდი

Daha Fazla Haber