იმერხევის სოფლები

იმერხევის სოფლები ტარიელ ფუტკარაძე

 1. ბაძგირეთი (ბაზგირეთი, ვაზგირეთი)
წარმოდგენილ სამ ფორმათაგან ძირითადია, ამოსავალიაბაძგირეთი, რომელიც მიღებულიაბაძგარეთი სიტყვისგან; ბაძგარეთ-ში გამოიყოფა ბაძგარ-ი სიტყვა და –ეთ- სუფიქსი: სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში (ე.ი. ადრინდელ ქართულ სალიტერატურო ენაში) ბაძგარი აღნიშნავს  "ეკლიან ბარდნალს"; თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენასა და მის დიალექტებში (აჭარულში, ლეჩხუმურში, გურულში, იმერულში...) ბაძგარი აღნიშნავს:  ბუჩქს, რომელსაც კიდეეკლიანი ფოთლები აქვს; აშკარააბაძგი ფორმაა ამოსავალი ბაძგარისთვის: ბაძგ-არ-ი, სადაც –-არ- სუფიქსი კრებითობის ძველი სუფიქსია, რომელიც ადრეულ ქართულში წარმომავლობისაც გამოხატავდა: ოპიზა -– ოპიზ-არ-ი; კრებითობის ფუნქციით –-არ- დღეს შემონახულია სვანურ დიალექტებში.
        დროთა განმავლობაში, ბაძგ-არ- ფორმამ იმ ტოპონიმის ფუნქცია შეიძინა, სადაც ბევრიბაძგარი (ბაძგი) ხარობდა, დისტანციური ასიმილაციით --- ბაძგერეთი --- (დისტანციური დისიმილაციით) ბაძგირეთი
        თურქული ენის გავლენით: ბაძგირეთისგან ძ-ს დეზაფრიკატიზაციით მიღებულია:ბაზგირეთი, რომლის ფონეტიკური ვარიანტია ვაზგირეთი.
        როგორც წესი, -ეთ სუფიქსი აწარმოებს მრავლობითობა-კრებითობას, ან წარმომავლობას; ამჟამინდელ რაჭულ დიალექტშიც არის ამ ფუნქციით: ბიძ-ეთ-ი ნიშნავს ბიძაშვილებს... სხვა ქართულ კილოებშიც –--ეთ- აწარმოებს კრებითობას: გიორგ-ეთ-ი (გიორგის შთამომავლები), გოჩა-ეთ-ი (გოჩას შთამომავლები)... –ეთ- სუფიქსი აწარმოება ქვეყნისა და კუტხის სახელებს: სვანი – სვან-ეთ-ი, კახი – კახ-ეთ-ი და ასე შემდეგ. აქვე აღვნიშნავთ, რომ –-ეთ- სუფიქსის ფუნქციით ქართულში გვხვდება: -ენ-, -ან-, -ებ-; გვხვდება გაორმაგებული სუფიქსებიც: -ანთ- (შდრ.: ოთარა – ოთარაანთი, გიორგიანთი და ა.შ.  
        უბანი: გამიშეთი:
        აქაც ფუძედ გამოიყოფა გამიშ-; -ეთ- კრებითობა-წარმომავლობის სუფიქსია.
        გამიშ- შეიძლება იყო საკუთარი სახელი ქამუშ:ქამიშ (შდრ.: ქამუშა-ძე); შესაბამისად, ადგილის სახელი მომდინარე ჩანს ადამიანის სახელისგან და მიუთითებს მიწის კუთვნილობას ვინმე გამიშასადმი (ქამუშას)

        2. დაბა
        დაბა უძველესი ქართული სიტყვაა და ნიშნავს: ყანას, სოფელს, აგარაკს (ილია აბულაძე, სულხან-საბა, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი...); საქართველოს ყველა კუთხეში გვაქვს დაბა ტოპონიმის სახით: დაბა,  დაბანი, გარედაბა, გარ-დაბანი... 
        უბანი: დევაძეები (დევიეთი)
ადრინდელი ტოპონიმების –ეთ სუფიქსი ზოგჯერ შეცვლილია –ძე სუფუქსით, მაგ., აჭარაში იყო სოფელი დაჩ-ით-I, ახლა ჰქვია დაჩი-ძე-ებ-I; ასეთივეა დევი-ეთ-ი და დევაძეები. ვინმე დევა:დევი ერქვა მამაკაცს, რომლის სახელის მიხედვით გაჩნდა გვარი დევიენთი:დევიძეები:დევაძეები. ეს სახელი დაერქვა, ან განზოგადდა უბნის სახელადაც.

        3. დასამობა
        დასამობა: ჭირს ანალიზი, ვინაიდან დაკარგული ჩანს თავდაპირველი ფორმა; ფაქტია, რომ გამოიყოფა –-ობ-ა ქართული სუფიქსი. საძიებელია ამოსავალი ფორმა. სავარაუდო გზები: სამაარის – ცეკვა: საცეკვავო ადგილი? ხომ არ არის ამოსავალი ფორმა სამება?
        უბნები: დავლათი: 
        დავლ-ათ-ი; -ათ- სუფიქსია; მისი ფუნქცია იგივეა რაც –ეთ- სუფიქსისა.  დავლა კაცის სახელი უნდა იყოს. ას ფორმა არ უნდა აგვერიოს დოვლათი:დავლათი სიტყვაში, ვინაიდან, დობლათი:დავლათი ტიპპის სიტყვები ტოპონიმებად არ გვიდასტურდება. დავლათი – თავდაპირველად იყო დავლას კუთვნილი მიწა, რომელიც შემდეგ იქცა უბნის აღმნიშვნელად. არ გამოვრიცხავ, ამოსავალი იყოს დოლი:დავლი, ვინაიდან, შეიძლება ამ უბანში ჰქონდათ ბევრი დავლი:დოლი და სახელიც აქედან შეერქვა; 
        ბრილი: ბრილი სოფელია შუახევის რაიონშიც. გამოიყოგა ბრ- ფუძე დ ილ- სუფიქსი. 
        ნიოლეთი: აქაც გამოიყოდა –ეთ- სუფიქსი. ნიოლ- შეიძლება მოდიოდეს ნიორ-ისგან: ნიორ-ეთ-I; აქაც დასაშვებია ადამიანის სახელი ნიოლა:ნიორა:ნიოლი, შესაბამისად, ადგილს კაცის კუთვნილობის მიხედვით დაერქვა.

        4. დიობანი
        დიობანი: ჩანს კომპოზოტია: დიდი უბანი --- დი-ობანი; მარცვლის დაკარგვა გრძელ ტოპონიმში მოსალოდნელია. დიობანი არამხოლოდ სოფელია იმერხევში, არამედ სოფელ იფხრევლში არის საძოვარი დიობანი, სოფ. დასამობში კი არის ღელე დიობნის ღელე --- დიობნიღელე, ხოლო სოფელ წყალსიმერში გვაქვს – მთა – დიობნიოწვერი.
        უბნები: 
        ქოქლიეთი: საკუთარი სახელი ქოქელა; აქედან: ქოქელაეთი --- 
        ქოქლეეთი --- ქოქლიეთი; შდრ.: იმერხევულში, აჭარულსა და მესხურში ბუნებრივია: ხე-ებ-ი --- ხიები, კიბეები --- კიბიები...  
        წიქრეთი (წიქრაძე): აქაც: ადამიანის სახელისგან ნაწარემოებია გვარი: წიქარა:წიქრა --- წიქრაეთი --- წიქრეთი, წიქრაძე
        კუმლიეთი: საკურარი სახელი კუმლა: კუმლა-ეთ-I -- კუმლიეთი 
        ყუმაშეთი: ყუმაშ-ეთ-ი
        ციალეთი: ციალ-ეთ-ი
        ობნიეთი: ობანა: ობნაეთი:ობნეეთიუ:ობნიეთი
        ჯირიენთი: ჯირა:ჯორა; ამოსავალი შეიძლება იყოს კაცის სახელი ჯორა: ჯორაენთი: ჯ-ს მეზობლად მოსალოდნელია ო-ს პალატალიზაცია (მით უმეტეს თურქულის გავლენის ველში!) ჯირაენთი: ჯირიენთი: ჯირი-ენ-თ-ი; შდრ: ოთარა-ან-თ-I

        5. ზაქიეთი: ზაქია: ზაქა კაცის სახელისგან: ზაქაიეთი ---ზაქიეთი
        უბანი: ელიაწმნიდა: წმინდა ილიას სახელობის ეკლესიის მიხედვიტ ამ უბანს დაერქვა ელიაწმინდა. ასეთი სოფლებია მრავლადაა საქართველოში: ანდიაწმინდა, ელიაწმინდა, გიორგიწმინდა და სხვა. შდრ. იმერხევშია სოფელი არდიასწმინდა (სოფლის უბანი და საძოვარი სოფელ ჩიხორში), რომელიც მომდინარეობს ანდრიაწმინდა სახელისგან.

        6. ზიოსი: შდრ.: შინდისი, სხვილისი... ფუძეა ზიო; -ს-ი ნათესაობითის ბრუნვის ნიშანია, რომელიც მიუთითებს კუთვნილობა-წარმომავლობას: ზიო:ზია საკუტარი სახელია, მისგან ქართული ენის წესებით მიღებულია ზიოსი.
 
        7. ივიეთი (ივეთი): აქ ფუძეა ივ, -ეთ- სუფიქსია; ივ შეიძლება მოდიოდეს ავი სიტყვისგან: ავეთი: ევეთი --- ივეთი

        8. იფხრევი (იფხრეული): მსჯელობა შეიძლება ორი მიმართულებით:
იფხრ- შეიძლება იყოს იმერხევი; იმერხევ- ფუძის ფონეტიკური ვარიანტია იფხრევი: : იმერხევი --- იმრხევი ---იმხრევი --- იფხრევი; 
        შესაძლებელია სხვა გზის დაშვებაც: იმერხევში დასტურდება ტოპონიმები: იფხრანა, იფრანა, იფხრევანი და იფხრევლი. ეს გვაფიქრებინებს, რომ ცალკე გამოსაყოფია ფუძე იფხრა,რომლის მნიშვნელობა საძიებელია. ის შეიძლება დაუკავშირდეს ძველი ქართულის იფქლისიტყვას, რომელის არის ხორბალი, ნაყოფი, ფქვილი; შესაბამისად:
        იფქლ-ევ-ი --- იფხლევი --- იფხრევი: ფონეტიკურად დასაშვებია ქ:ხ მონაცვლეობაც დალ:რ  მონაცვლეობაც.
        უბანი: იმნაძე
        იმნაძე ცნობილი გვარია გურიაში. 

        9. მანატბა: მანას ტბა; მანა – - საკუთარი სახელი

        10. სურევანი (სურებანი): იმერხევში გვაქვს აგრეთვე სვირევანი; უ და ვი ერთმანეთს ხშირად ენაცვლება ქართულში: კვირა – - კურა; წვიმა – - წუმა, აწუე – აწვიე ... ძირითადი  ფუძეა სურ-; შდრ.: გურიაში გვაქვს სოფელები: ზემო სურები; თავსურები, შუა სურები...იმერეთშია სოფელი სვირი. 
        უბნები: კუთალ-ეთ-ი, 
        დავით-ეთ-ი, 
        ორივე სიტყვაში –ეთ სუფიქსი დაერთვის საკუტარ სახელს; დავითეთი – დავითის კუთვნილი ადგილი; კუტალეთი – კუტალას (ზოგან მეტსახელია) ადგილი.

        11. უბე; უბე (ტანსაცმლის ნაწილი, ზღვის უბე, კუთხე) სოფელს სახელი შეიძლება დარქმეოდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო.
        უბნები: კულულ-იენთი, იბის-იენთი, გორგვ-იეთი, ჭივ-იეთი, კოვ-იეთი, კორტოხ-იენთი, ილემ-იენთი
        უბნების სახელები მიკროგვარებზე (მეტგვარებზე) მიუთითებს: -იანთ- და –იენთ- რთული სუფიქსები ბევრ ქართულ კილოში გვხვდება. -იენთ- ვარიანტი დასტურდება მესხურში, აჭარულში, იმერხეულში...

        12. ფხიკიური (რაბათი)
-იურ რთული სუფიქსი ქართულში ხშირია: ცა – ც-იურ-ი; მზე – მზიური, ტყე – ტყიური... სავარაოდუდ, ფხიკ ადამიანის სახელია.

        13. ჩაქველთა
ჩაქაველ-თა: -თა სუფიქსი კუთვნილებას აღნიშნავს. ჩაქვი დაბაა საქართველოში. 

        14. ჩიხორი. 
        
ჩიხ-ორ-ი; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ჩიხორი ნიშნავს ქვედა წელს – ქვედა ნაწილს.  ჩიხ-ორ-ი ასევე სეიძლება იყოს ჩიხებიანი ადგილი. 
უბნები: თეთრაქეთი: თეთრა-ქედი: თეთრი ქედი;
ანდრიაწმინდა – წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის მიხედვით სოფელს დაერქვაანდრიაწმინდა
        წითელაძე:
 გვარი წითელაძის მიხედვით წარმოქმნილი ტოპონიმია.
        ლიბანი: სულხან საბასთან ლიბანი მთის სახელია. ლიბანი ძველი სახელია, არის მცენარის სახეობაც, ქვეყნის სახელიც... 
        გიგიეთი: გიგ-იეთ-ი,
        ჭედრიული: ჭედრ-იულ-ი; შდრ.,  ჭედრა-ულ-ა საძოვარი ადგილი სოფ. დიობანში. ფუძედ გამოიყოფა ჭედრა. ჭედრა ალბათ უკავშირდება ჭედ-ვ-ა ზმნას; გამორიცხული არ არის ამოსავალი იყოს: ჭედილა – ცხვარი: 
        ჭედილა-ურ-ი – - საზოვარი ცხვრისა.

        15. წეთილეთი (აგარა):
ამოსავალი წითელეთი დამახინჯებულია. –ეთ- სუფიქსია. 
  
        16. წეფთა (უსტამისი) – წეფ-თა ადგილი.

        17. წყალსიმერი
        წყალს-იმერ-ი წყალს გადაღმა ადგილი. 
        უბნები: შოლტისხევი, 
        შოლტის ხევი: სწორი ხევი, ხეობა
        ბზათა: ბზა –თა:  ბზებიანი ადგილი

        18. ხევწვრილი
        ხევი წვრილი
        უბნები: ბალთიეთი,
        ბალთ-იანები: ბალთიანი – კაცის მეტსახელი.
        გო იანთი: გოია – ადამიანის სახელი; გოიანთი  გოიას შთამომავლები;
        აბრამიანთი - აბრამის შთამომავლები;
        მიხეილყმიანთი – მიხეილის შთამომავალთა ყმის შთამომავლები; მიხელთ ყმა: მიხელთ ყმის მემკვიდრენი.
        მეგრელიანთი – სოფელში დასახლებული მეგრელის შთამომავლების უბანი. 
        ჯმუხიანთი – ჯმუხას შთამომავალთა უბანი;
        რევაზიანთი – რევაზის შთამომავალთა უბანი

        19. ჯვარისხევი 
ხევი სადაც იყო ჯვარი; შესაძლებელია, ხევის სახელდება მომხდარი იყოს ჯვართან მიმსგავსების გამო.

Daha Fazla Haber