ზღაპარი იყო, ორი თოლიას ზღაპარი, სიყვარულისა და სევდის... ერთს სიყვარული ერგო, მეორეს – სევდა, მაგრამ ორი ქალაქი ერთმანეთს ასე არასოდეს დაშორებია, არც ასე ახლოს ყოფილა არასდროს... არც მათ მდინარეებს უდენია ასე დარდიანად და მხიარულად. ორი ქალაქის ორ ნაპირს არასდროს უცქერია ერთმანეთისთვის ასე ნაღვლიანად. ორი ქალაქის თოლიებს ასე ნარნარად არასოდეს უფრენიათ წყალზე, ნაპირიდან ნაპირზე... არცერთ თოლიას შეჰყვარებია მეორე ქალაქის თოლია. მათი გულები არასოდეს ავსებულა ასე აპრილის წვიმებითა და ნოემბრის თოვლით.
თოლიები სიყვარულს არასოდეს გაჰკიდებიან ქალაქიდან ქალაქში. არც ქრისტესშობამდე, არც ქრისტესშობის შემდეგ... ორი თოლია შუაღამით ზღვის ნაპირზე უდარდელად არასდროს გაწოლილა. ზღვის ტალღების შრიალის თანხლებით ცაზე ვარსკვლავები არასოდეს დაუთვლიათ. ერთმანეთის ბაგეებს არასდროს დასწაფებიან ისე, რომ ციდან ვარსკვლავთცვენა დაწყებულიყო.. ლურჯ ღამეში ციდან მთვარეს ასე არასდროს გაუნათებია ზღვის სანაპირო, რომ ორ თოლიას ერთმანეთის თვალების ელვარება შეემჩნია...
არცერთ თოლიას თავი მიწა და თოვლი არ ჰგონებია და თეთრით არ შემოსილა. ერთს მეორის ფრთები თოვლის თეთრი ლენტებით არ მოურთავს. თავისი ხელის სურნელი მეორის ჯიბეში არ დაუყენებია. მარტო არ გაყინულა, გემებს არ გაჰყოლია და ხელი არ დაუქნევია. ერთი მეორეს შორეთში რომ ისტუმრებდა, თავისი თითები და თოვლის ლენტები თან არ გაუტანებია. არცერთ თოლიას, გულის სიღრმეში რომ ჩაუხედავს, სიყვარულისა არ შეშინებია. თავისი სიყვარულისთვის ნისლის ფარდა არ ჩამოუფარებია.
ზღვის ქაფსა და წაშლილ ბილიკებს გაყოლილმა ვერცერთმა თოლიამ თავის ზღაპრულ სამშობლომდე ვერ მიაღწია... ერთი მეორეს ვერ ჩაეხუტა ისე, როგორც თავის საოცნებო სამშობლოს. გულის სითბო და სულის სიღრმე ბავშვობისდროინდელ იავნანას არ მიამსგავსა. ნაღვლიან თვალებში სითბო და სინათლე ვერ ნახა. არცერთი თოლია მეორეს ასე არ მინდობია და იგი ზეცასავით არ დაუფარავს. სატრფოს თმები – წვიმა, ცრემლები კი ყვავილები არ ჰგონებია.
ორი თოლია ერთმანეთს ასე არასოდეს დაშორებია. ერთი მეორის მონატრებას ასე არასოდეს დაუდაგავს და ამდენი ცრემლი არ დაუღვრია. ერთ თოლიას მეორე ასე არასოდეს მონატრებია. სიყვარული რომ მონატრებაა და მონატრება კი – სიყვარული, არ სცოდნია. ღამით სიზმარში სხვა ქალაქში არ უხეტიალია, მის ქუჩებში დაკარგული სიყვარული არ უძებნია. დროის დინებაში სიყვარული არ განუახლებია.
და ორი თოლია “გემრიელ ღრუბელსა და მარმელადის წვიმაში” ასე არასოდეს გაუჩინარებულა.
ფარნა-ბექა ჩილაშვილი
სარჩევი:
- სიყვარულისა და სევდის თოლიები... / ფარნა-ბექა ჩილაშვილი
- ეცადე შენც / ჩარლი ჩაპლინი
- ჩემი „ვეფხისტყაოსანი” / დათო ტურაშვილი
- ისმეთ აჯარის მოგონებები / ქეთევან ხანთაძე
- აფხაზურ-ქართული ისტორია – სიყვარული და თავგანწირვა... / ლელა ჯიყაშვილი
- მეჩეთი – ერთ ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში /როზეტა გუჯეჯიანი - ნოდარ შოშიტაშვილი
- როცა თოვს... / ფარნა-ბექა ჩილაშვილი
- ქართველი ანტალიაში და კაზიმის ჰანგები... / ნანა ბუხსიანიძე
- სისხლის აღების ტრადიცია საქართველოს მთიანეთში / მაია ზურაშვილი
- და მათ არა მარტო სახელი გურჯი შერჩად არამედ... / ნინო ოქროსცვარიძე
- მარტირიუმებისა და სამარხების ნიმუშები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში / ნინო სილაგაძე
- მე შენი კაეშნიანი ქარი შევიყვარე / ბედისა ელიაძე
- ერთი სკოლის ისტორიიდან / ეთერ ქავთარაძე
- სარფი / ბუბა კუდავა
ჩვენი ჟურნალი მოიკითხეთ შემდეგ მაღაზიებში:
მაღაზიის დასახელება | მისამართი | ტელეფონი | |
თბილისი | |||
ბიბლუსი | იოსებიძის 49 | 38 26 73/74 | |
ბონა კაუზა | თაბუკაშვილის 12 | 99 00 71 | |
ბუკინისტური წიგნის სახლი | აღმაშენებლის 77 | 94 21 58 | |
ლიბრა | კერესელიძის 1 შესახვევი სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი” |
35 56 83 | |
პარნასი | კოსტავას 22 | 99 08 38 | |
პარნასი | ჭავჭავაძის 22 | 25 39 86 | |
პარნასი | ლესელიძის 33 | 98 90 64 | |
პარნასი | ვაჟა-ფშაველას 58 | 39 02 19 | |
პროსპერო ბუქსი | რუსთაველის 34 | 92 35 92 | |
სამშობლო | ალ. ყაზბეგის 4 | 38 50 15 | |
სანტა ესპერანსა | სანკტ პეტერბურგის 12 | 95 93 51 | |
წიგნის სახლი | გამსახურდიას 31 | 31 30 97 | |
წიგნის სახლი | თარხნიშვილის 2 | 44 45 46 | |
წიგნების მაღაზია | ჭავჭავაძის 19 | 25 33 15 | |
წიგნების მაღაზია | ცოტნე დადიანის 43 | 96 62 38 | |
წიგნების მაღაზია | ყაზბეგის 41 | 39 16 69 | |
ბათუმი | |||
წიგნის სახლი | გოგებაშვილის 24 | ||
წიგნის სალონი ინტელექტი | დემეტრე თავდადებულის 16 | ||
ფოთი | |||
პარნასი | რუსთაველის რკალი 5, ნ. ნიკოლაძის კოშკი | 855 11 04 64 | |
თბილისი, ილია ჭავჭავაძის 17 ბ
ტელეფონი 25-05-22 - ფაქსი 91-22-83
ელპოსტი: artanuji[at]artanuji.ge