ე. ვეიდენბაუმის ნაშრომს, რომელიც აღნიშნული რეგიონის შესწავლისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს, გ. საითიძემ დაურთო მესხეთის ისტორიისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ინფორმაციის შემცველი ნაწყვეტები მეცნიერის კიდევ ერთი ნაშრომიდან „კავკასიის გზამკვლევი“.
ე. ვეიდენბაუმის მოგზაურობის შედეგები შეიძლება რამდენიმე თემატურ ჯგუფში მოექცეს: 1) მან აღწერა ბათუმი, ციხისძირი, ბათუმ-ართვინის გზაზე მდებარე სოფლები, ბორჩხა, ართვინი; 2) აღწერა ამ რეგიონში არსებული ციხე-კოშკები, ეკლესიები და ხიდები; 3) აქვს ძვირფასი დაკვირვებები ადგილობრივ მოსახლეობაში მშობლიური ქართული ენის გავრცელების შესახებ და სხვ.
ე. ვეიდენბაუმის ნაშრომი დაიბეწდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული „სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის შემსწავლელი ცენტრის“ (ხელმძღვანელი აკადემიკოსი როინ მეტრეველი) ეგიდით.