ალი და ნინო

ალი და ნინო

ალი და ნინო
1937 წელს, როდესაც პირველად, ვენაში, ყურბან საიდის "ალი და ნინო" დაიბეჭდა, ეს რომანი საუკუნის უკვდავ, სამიჯნურო წიგნად იქცა.  იგი ისეთ რომანებსაც კი შეადარეს, როგორებიცაა "რომეო და ჯულიეტა", "ქარწაღებულნი" და სხვები. ამ მომაჯადოებელი რომანის თანამდევი ეგზოტიკური უდაბნოს ფონია და მასში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე შეყვარებული წყვილის ამბავია მოთხრობილი, რომელთაც ყველაფრის მიუხედავად, ერთმანეთს არასოდეს უღალატეს. 
        აზია და ევროპა, მუსლიმობა და  ქრისტიანობა, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან თანაარსებობაშია კასპიის ზღვისპირა ქალაქ ბაქოში, სადაც სასკოლო ასაკის მქონე აღმოსავლელ ალი-ხან შირვანშირსა და დასავლელ ნინო ყიფიანს ერთმანეთი უყვარდება. მათი სიყვარული ისეთივე რთულია, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საზღვრის გაუქმება. 
        მოქმედება ვითარდება I მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის პერიოდში, როცა აზერბაიჯანი დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. ალის უხდება არჩევანის გაკეთება, მამა-პაპისეულ რწმენა თუ ნინოსადმი სიყვარული ...
        "ალი და ნინო" "ათას ერთი ღამის ზღაპრებს" წააგავს და მისი დღის სინათლეზე გამოსვალაც, ალისა და ნინოს სიყვარულის მსგავსად საიდუმლოებებით არის მოცული. არსებობს ვარაუდი, რომ ეს რომანი ყურბან საიდის სახელით ერთობლივად დაწერეს ბაქოში დაბადებულმა და ევროპაში მცხოვრებმა ლევ ნუსიმბაუმმა და ავსტრიელმა ბარონესამ ელფრიდ ეჰრენფეისმა, მაგრამ რომელი თავი რომლის კალამს ეკუთვნის დღემდე უცნობია.   


ნაწარმოების სახელი: ალი და ნინო
მწერალი: ყურბან საიდი
თურქულად თარგმნა: მეჰმეთ ჰარმანლიმ
გამომცემლობა: "ევერესთ იაინლარი"

Ticarethane Sokak No. 53
Cağaloğlu-İstanbul
Tel. : (0212) 513 34 20 – 21
Fax : (0212) 512 33 76

Daha Fazla Haber