ყველაზე დიდი ლტოლვილთა ნაკადის შესაჩერებლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დაიწყო, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ემიგრანტთა კონვენციას. თურქეთი ევროპის ქვეყნებში წასული ემიგრანტების საკუთარ მიწაზე დაბრუნებას დათანხმდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ ევროპა ვიზის საკითხში ზუსტ თარიღს არ დაასახელებს, თურქეთი უარს იტყვის ემიგრანტთა კონვენციაზე. გერმანიის მთავრობა კი აცხადებს, რომ თავისუფალი ვიზის საკითხი ტექნიკური მიზეზების გამო ოქტომბრამდე ვერ მოგვარდება.გარდა ამისა, ევროკავშირისათვის აუცილებელია თურქთა პასპორტების ნამდვილობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ადგილი არ ჰქონდეს პასპორტის გაყალბებას.