შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნესსექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი.
Tarayıcınız HTML 5 videolarını desteklemiyor.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა
Chveneburi.Net - ქართული კულტურის სახლი Editorსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი.