ისლამური სახელმწიფოს ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი სირიის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩამოვარდნილი 2 ჭურვი გაზიანთეფის საზღვარზე, ქარქამიშის რაიონში, ერთ-ერთი უბნის სახლის ეზოში ჩამოვარდა და აფეთქდა. მომხდარის შემდეგ, თურქეთმა სირიიის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
აფეთქების შემდეგ რეგიონში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გაიგზავნა. საბედნიეროდ, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საპასუხოდ 40 საარტილერიო გასროლა განხორციელდა
ისლამისტების საპასუხოდ 40 საარტილერიო გასროლა განხორციელდა. როგორც ცნობილია, ისლამისტების 4 პუნქტზე სროლები გრძელდება, თურქეთის მხრიდან დაჭრილები და დაშავებულები არ არიან, ჯერ-ჯერობით უცნობია მოწინააღმდეგე მხარის დანაკარგები.
ტანკები მზადყოფნაშია
გაზიანთეფის მეხუთე სამხედრო დანაყოფის შტაბიდან კონფლიქტის ზონაში მრავალი ტანკი გაიგზავნა. ჯარისკაცები, რომლებიც სირიის საზღვარს ახლოდან აკონტროლებენ, მომხდარის შემდეგ კიდევ უფრო მობილიზებულები არიან.
84 დღის შემდეგ
84 დღის შემდეგ ისლამისტების სამიზნე კვლავ ქილისი გახდა. ქალაქის თითქმის ყველა უბანში ჩამოვარდნილი რაკეტების აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 87 კი დაიჭრა.