ბიზნესფორუმის ფარგლებში, თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრის დროს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც მხარეების შეფასებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. გამოითქვა იმედი, რომ თბილისში ჩატარებული საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.