სამხედრო ოპერაცია ,,ევფრატის ფარი“ - სირიაში თურქული ტანკები შევიდა

დილის 04:00 საათზე თურქეთის სამხედრო ძალებმა ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ე.წ ისლამური სახელმწიფოს 81 ლოკაციაზე 294 ჭურვის სროლა განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის შეიარაღებული ძალების ტანკებმა თურქეთის  საზღვრიდან სირიის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ტანკები 11:07 საათზე სირიის ტერიტორიაზე შევიდა და ისლმისტებზე შეტევა დაიწყო. როგორც ცნობილია გრძელდება საარტილერიო სროლებიც.



სამხედროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერაციაში ქვეითი ჯარი, ტანკები, არტილერია და  საჰაერო ძალები მონაწილეობენ. როგორც თურქეთის შეიარაღებულ ძალების განცხადებიდან გახდა ცნობილი,   ოპერაციას ,,ევფრატის ფარი" ეწოდება.
 
 
Daha Fazla Haber