სამხედრო ოპერაციის მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეა, რაც სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

უკვე მეშვიდე დღეა, რაც სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია - ,,ევფრატის ფარი“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი ჯერაბლუსის რეგიონის ისლამისტებისაგან გათავისუფლება და საზღავრზე სიმშვიდის უზრუნველყოფაა.

როგორც ცნობილია, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჯერაბლუსის რეგიონში ტერორისტების 21 ზონა 108 გასროლით ლიკვიდირებულია.

საზღვარზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.


ქარქამიშის საზღვარზე მობილიზებული მძიმე ტექნიკა მუშაობას 24 საათის რეჟიმში განაგრძობს. 

ჯერაბლუსში, რომელიც 2 წელიწადზე მეტია რაც ისლამისტების ხელშია, დაფლული ნაღმების სამძებრო სამუშაოები დაიწყო. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დილიდან აღმოჩენილი ნაღმების კონტროლის ქვეშ აფეთქება მიმდონარეობს.


 
 
Daha Fazla Haber