2 ივნისს გერმანიის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეაფასა, რის შემდეგაც თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები დაიძაბა. აქედან გამომდინარე, თურქეთმა გერმანიის დელეგატებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი გერმანელი ჯარისკაცების ნახვის უფლება არ მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანელებმა რამდენჯერმე მიმართეს თურქეთს, თუმცა თურქეთის მთავრობამ მოთხოვნას უარით უპასუხა.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დელეგატი, კრისტიან ვონ სტეთენი, ჯარისკაცების სანახავად ინჯირლიქში წავიდა, თუმცა დაცვამ შიგნით არ შეუშვა.
,,ჩვენ უფლება გვაქვს, შევხვდეთ გერმანელ ჯარისკაცებს, ამიტომაც წინა კვირას საბუთები თურქეთის მთავრობას გადავუგზავნე“ - განაცხადა კრისტიან ვონ სტეთენმა.