,,თურქეთის ქმედებები საკუთარი მიწისა და საზღვრის დაცვის საკითხში, სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ნატო და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თურქეთი ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. თურქეთმა არა ერთხელ მიიღო მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, შეძლეს დამნაშავეების დაკავება და ვითარების დასტაბილურება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვესმის თურქეთის მოქმედება და მხარს ვუჭერთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დასტაბილურებისა და ვითარების უკეთესობისაკენ წარმართვის გამო.