ჯერაბლუსში კიდევ 3 ჯარისკაცი გარდაიცვალა

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გაკეთებული განცხადების თანახმად, ისლამისტები თავს დაესხნენ თურქეთის ტანკს, რის შედეგადაც 3 ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 1 დაშავდა.

სამხედრო ოპერაცია, ევფრატის ფარი, რომელიც 2016 წლის 24 აგვისტოს დაიწყო, კვლავ გრძელდება. სირიის თავისუფალი არმია , თურქეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერით, ებრძვის როგორც ისლამურ სახელმწიფოს, ისე სირიის დემოკრატიულ ძალებს (ქურთებს).
 
სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებია მიღებული, 11:00 საათიდან კონტროლდება ერთ-ერთი საცხოვრებელი რაიონი.
თელ ელ ჰავას რეგიონში, სირიის ოპოზიციასა და ილამისტების ტერორისტულ დაჯგუფებას შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად, გარდაიცვალა სამი სამხედრო, ხოლო ერთი დაიჭრა. დაშავებული ჯარისკაცი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.




 თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო ოპერაციის შედეგად, 09.39-09.44 საათების შუალედში, ტერირისტების ლოკაციის სამ ადგილზე (თალ ალი, თელ ელ ჰავა და ვუქუფი), 4 შტაბ-ბინა განადგურდა.

სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ კოალიციას, ყველანაირ ზომას მიმართავენ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სიმშვიდისა და უსაფრთხოებისათვის.
Daha Fazla Haber