ძლიერი აფეთქება ვანში

ძლიერი აფეთქება მოხდა ვანის ცენტრში, ბეშიოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, აფეთქების შემდეგ ჩაიკეტა გზები.

ყურბან ბაირამის პირველ დღეს, PKK-ს ტერორისტებმა, ვანის ცენტრში აფეთქება მოაწყვეს. როგორც ვანის საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, ინციდენტის შედეგად დაშავებულია 27 ადამიანი, სამის მდგომარეობა კი მძიმეა, მათგან ორი პოლიციელია.



შემთხვევა დილით, 10:50 საათზე მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის შენობებიც. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მეშვეობით საავადმყოფოებშ გადაიყვანეს. პოლიციამ უკვე დაიწყო სამძებრო ოპერაცია ტერორისტების დასაკავებლად.

Daha Fazla Haber