როგორც ამერიკის საჰაერო ძალების დელეგატმა, გენერალმა - ჯეფრეი ჰარიგანმა განაცხადა, ტერორისტების ქიმიური იარაღი, გუშინ საღამოს, B-52 სამხედრო ხომალდის მონაწილეობით განხორციელებულ საჰაერო ოპერაციის დროს განადგურდა.
პენტაგონში გაკეთებულიგანცხადების თანახმად, 7, 10 და 12 სექტემბრის საჰაერო ოპერაციების შედეგად გარდაცვლილნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები.
სამხედრო ოპერაცია, ევფრატის ფარი, კვლავ გრძელდება
გუშინ, საჰაერო ოპერაციის შედეგად, კოალიციის ძალების მიერ იაჰმულ, კაფერ ხამ, გუზელ მეზრასა და ზეითინლიქის რაიონში, ტერორისტების ლოკაციის ადგილების ლიკვიდაციის დროს, 6 ტერორისტი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამმართველოში. როგორც განაცხადეს, სამხედრო ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება, მაგრამ ყველანაირ ზომებს მიმართავენ, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება.