ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგატმა, მარკ ტონერმა, პრესკონფერენციაზე სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც ტონერმა განაცხადა, კერისა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ სირიაში, 12 სექტემბერს დაწყებული 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 2 დღეს გაგრძელდება.
პარასკევს, 9 სექტემბერს, შევიცარიის ქალქ ჟენევაში, მოლაპარაკება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შეთანხმებით დასრულდა. ცეცხლის შეწყვეტა ყურბან ბაირამის დღესასწაულზე, რომელიც 1 კვირას გასტანს, 12 სექტემბს, სირიის დროით 18:45 საათზე შევიდა ძალაში.