თავდასხმა გუშინ, საღამოს 20:30 საათზე, სოფელ გოქჩებულაქის დაცვის საგუშაგოზე, PKK-ს ტერორისტების მიერ განხორციელდა. დიდი ზომის იარაღებითა და ყუმბარებით განხორციელებულ თავდასხმას მცველებმა შეტევით უპასუხეს, თუმცა დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
თავდასხმისას საჭირო გახდა საჰაერო ძალების დახმარებაც. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.