თავდასხმა ბათმანში

ტერორისტები თავს დაესხნენ შეიარაღებულ ძალებს.

ბათმანის რაიონ ქოზლუქში, შეიარაღებულ ძალებსა და ტერორისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 1 სერჟანტი დაშავდა.
 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქოზლუქის სოფელ გუმუშორგუში, უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული რაიონული ჩხრეკისას, PKK-ს ტერორისტები თავს დაესხნენ პოლიციელებს.

პოლიცია ტერორისტების დაკავებას შეეცადა, მაგრამ მოულოდნელად მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორმხრივი დაპირისპირება წარმოიქმნა. კონფლიქტის შედეგად დაიჭრა ერთი სერჟანტი, ტერორისტებმა კი გაქცევა შეძლეს. დაშავებული სერჟანტი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაიონში კი, ტერორისტების დასაკავებლად სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.



Daha Fazla Haber