მოსამართლემ მათ პატიმრობა მიუსაჯა
ძმები ალთანების სასამართლო პროცესი, რომელიც სტამბოლის მე-10 სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარეობდა, დასრულდა. მეჰმეთ ალთანს, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული დაჯგუფება FETO-ს წევრობა, პატიმრობა მიესაჯა, მისი ძმა აჰმეთ ალთანი კი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აჰმეთ ალთანი კვირაში ერთხელ, საკუთარ სახლთან ყველაზე ახლო პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს, გარდა ამისა, მას ეკრძალება საზღვარგარეთ გასვლა.