ერაყის ელჩი თურქეთში, ჰიშამ ალი ექბერ იბრაჰიმ ელ ალევი, გუშინ, ერაყის პარლამენტში თურქეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთ სამინისტროში დაიბარეს.
2014 წლის 4 ოქტომბერს, ერაყის პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ერაყი უარს აცხადებს მოსულზე დამოკიდებულ ბაშიქაში თურქი ჯარისკაცების მობილიზებასთან დაკავშირებით.
გაწაყვეტილებაში, რომელიც წერილობით დაიწერა, ნათქვამია, რომ ერაყი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დატოვონ თურქმა ჯარისკაცებმა ტერიტორია, რომლებიც მოხსენიებულნი არიან, როგორც ,,ოკუპანტი ძალები“. განცხადებაში ასევე ითქვა, რომ ისინი არ ეთამხმებიან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებს და სასტიკად გმობენ მის გადაწყვეტილებებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც სამინისტროში განაცხადეს, თურქეთი გმობს ერაყის პარლამენტში, 2016 წლის 4 ოქტომბერ მიღებულ გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით აპროტესტებენ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიმართულ ცილისმწამებელ ბრალდებებს.
როგორც ცნობილია, ერაყის რაიონ ბაშიქაში თურქი ჯარისკაცები იმყოფებიან. ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 ათასი თურქი ჯარისკაცია მობილიზებული. ბაღდადი კი ბრალს სდებს თურქეთს ჯარისკაცების რიცხვის უნებართვოდ გაზრდაში.
ერაყის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ერაყის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
Chveneburi.Net - ქართული კულტურის სახლი Editorბაღდათსა და ანკარას შორის ბაშიქას კონფლიქტი კვლავ გრძელდება.